saWmeli sokoebi - mindvris qama

Домен: Эукариоты
Отдел: Базидиомикота
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Шампиньоновые
Род: Шампиньон
Вид: Шампиньон полевой
Международное научное название: Agaricus arvensis

 

მინდვრის ქამა - (ინგ. Agaricus arvensis) (რუს. Шампиньон полевой)

სინონიმი: უცნობია.

სოკოების სახეობა შამპინიონის გვარის.

ინგლისურ ენაში ცნობილია როგორც „ცხენის სოკო“ (Horse Mushroom); შეიძლება იმიტომ, რომ ეს სოკო ხშირად იზრდება საჯინიბოებთან, ნაკელიან ნიადაგზე.

აღწერა

ნაყოფის სხეული მსხვილი. ქუდი მსხვილხორციანი, თავიდან მომრგვალებული-ზარისმაგვარი, შეკეცილი კიდეებით და კერძო საფარით, რომელიც ფარავს ფირფიტებს, მოგვიანებით ამობურცულ-გადაშლილი ან გადაშლილი, პატარა ფართე ბორცვით ან ოდნავ გაბრტყელებული ცენტრში, ხანდახან ტალყოვანი კიდეებით და კიდეებზე საფარის ნარჩენებით; 8-20 სმ. დიამეტრში; თეთრი ან კრემისფერი, ასაკში ოხრისფერი ელფერით, შეხებისას ნელა ყვითლდება; ამრეშუმისებრი, გლუვი ან დაფარული ბოჭკოვანი მოყვითალო ან მურა ქერცლებით; მშრალ ამინდში ხშირად იბზარება კიდეებზე.

რბილობი მკვრივი, ასაკში უფრო რბილდება, თეთრი ან მოყვითალო (მომწიფებულ სოკოებს), მოტკბო. გატეხვისას რბილობი ოდნავ ყვითლდება. აქვს დამახასიათებელი სუნი ანისულის ან ნუშის (განსაკუთრებით ნორჩ სოკოებს).

ფირფიტები ხშირი, გაბერილი, უფრო ფართე პერიფერიებში, ფეხთან თავისუფალი, 8-12მმ. სიგანის, თავიდან თეთრი, მონაცრისფრო-თეთრი, მოგვიანებით მონაცრისფრო-მურა, მერე მდოგვისფერი, მურა-იისფერი, მურა - შოკოლადისფერი ან თითქმის შავი.

ფეხი 6-10 სმ. სიმაღლის, 1-1,5სმ. ფართის, ცილინდრული, გლუვი, გაფართოებული ან გასქელებული  ფუძისკენ; მსხვილი, ფართე, თეთრი ორფენიანი საყელოთი ფეხის ზედა მესამედთან (ქვედა რგოლი იფრო მოკლეა, მოყვითალო კიდით, დაკბილული); ბოჭკოვანი, ნორჩ სოკოებს ერთიანი, მოგვიანებით წვრილი ღრუთი (ფისტულისმსგავსი), ადვილად სცილდება ქუდს, ფუძეზე ფანტელებისმაგვარი ნადებით; იგივე ფერის არის, რაც ქუდი, დაჭერისას ყვითლდება. რბილობი ფეხის ფუძეში არ იღებს მოყვითალო ელფერს.

სპორების ფხვნილი მოშავო-მოყავისფრო. სპორები 7-9 x 4.5-6მკმ, კვერცხისებურ-ელიფსისებური, გლუვი, ყავისფერი. ჰეილოცისტიდები თხელკედლიანი, კვერცხისებური, 11-26 x 9-18 (21) მკმ.

ფერის ქიმიური რეაქციები: რბილობი იღებს ყვითელ შეფერილობას კალიუმის ჰიდროქსიდთან.

გავრცელება

ფართოდ არის გავრცელებული და უხვად იზრდება ნიადაგზე, ძირითადად ღია სივრცეებში, ბალახით დაფარულ, მდელოებზე, ტყის მინდვრებზე, გზის პირებზე, გაჩეხილ ადგილებში, ბაღებში და სკვერებში, იშვიათად საძოვრებზე. გვხვდება როგორც ბარში, ასევე მთებში. ნაყოფის სხეულები ჩნდება ერთეულებად, ჯგუფებად ან დიდ ჯგუფებად; ხშირად ქმნიან რკალებს და რგოლრბს. ხშირად იზრდება ჭინჭრის გვერდით. ხეებთან ახლოს იშვიათია; გამონაკლისია ნაძვის ხე. გავრცელებულია რუსეთის მთელ ტერიტორიაზე. ასევე გავრცელებულია ჩრდილოეთის ზომიერი კლიმატის ზონებში.

სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ნოემბრამდე.

მსგავსი სახეობები, შხამიანი სახეობები

• შხამასოკო (Amanita phalloides). განსხვავდება ჰიმენიუმის თეთრი ფირფიტებით, ბოლქვისმაგვარი გაბერილი ფეხის ფუძით, რომელსაც გარს ეკვრის ვულვა, თეთრი ერთშრიანი საყელოთი ფეხზე და დამახასიათებელი ანისულის სუნის არქონით.
• შხამიანი ქამა („ყვითელკანა“) (Agaricus xanthodermus). ქამასოკოს შდარებით პატარა სახეობა; გვხვდება ხშირად, განსაკუთრებით სადაც თეთრი აკაციის ხეებია, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. გამოირჩევა უსიამოვნო („სააფთიაქო“) კარბოლმჟავის (იგივე ფენოლი) სუნით. გადატეხვისას, განსაკუთრებით ქუდის კიდეებზე და ფეხის ფუძეში, მისი რბილობი მალე ყვითლდება.

საკვებად ვარგისი მონათესავე სახეობები

გააჩნის მსგავსება ბევრ სხვა სახეობის ქამასოკოებთან (Agaricus silvicola, Agaricus campestris, Agaricus osecanus და სხვ.), ძირითადი განმასხვავებელია უფრო დიდი ზომები. უფრო მეტად ჰგავს მას ირიბი მოღუნული) ქამა-სოკო (Agaricus abruptibulbus), რომელიც იზრდება ნაძვნარ ტყეებში და არა ღია და ნათელ ადგილებში.

საკვები ღირებულებები

საკვებად ვარგისი სოკო. გემრიელი, დელიკატესი (მე-3 კატეგორიის), გემოს მიხედვით - ერთერთი საუკეთესო ქამა სოკოებს შორის. საკვებად ვარგისია უმიც. ახალ მოკრეფილი (10 წუთის ხარშვის მერე) გამოიყენება სხვადასხვაგვარად, დაწნილებული, მარინადი. თუმცა შეუძლია კადმიუმის, სპილენძის და სხვა მძიმე ლითონების დაგროვება, რაც შესაძლოა პოტენციურად საშიშია ჯანმრთელობისთვის.

ტაქსონომია

პირველად აღწერა იაკობ კრისტიან შეფერმა 1762წ. ბავარიაში, როგორც Agaricus arvensis.

1999 წ. ჩატარებულმა კვლევებმა დასაშვები გახადა Agaricus arvensis-ის შიგნით ორი მორფოტიპის გამოყოფისა, შესაძლოა წარმოადგენდნენ ცალკეულ სახეობებს. პირველი მორფოტიპის წარმომადგენლები მაკრომორფოლოგიურ დონეზე განსხვავდებიან ღია ყვითელი ქუდით, მოწიფულ ასაკში ფართო ზარისმაგვარი ფორმით; მეორე მორფოტიპის წარმომადგენლებს ქუდები თეთრი და გახსნილ-ამობურცული ფორმა აქვთ.

სინონიმები:

• Psalliota arvensis (SCHAEFF.) P.KUMM. 1871
• Pratella arvensis (SCHAEFF.) GILLET, 1878
• Fungus arvensis (SCHAEFF.) KUNTZE, 1898
• Psalliota campestris var. arvensis (SCHAEFF.) CHEEL, 1913